სჯობდა, გიგი უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში გიგი უგულავას მონაწილეობას.
„სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა კოვიდრეგულაციები, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.