სჯობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს – ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა “ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს, გახდეს EU-ის წევრი”.
“პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები შესაბამისი იყოს, ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული”,