სჯობს იარაღით ახლა დაგვეხმაროთ, ვიდრე მერე ეძებოთ საქართველოსთვის, მოლდოვასთვის… – ზელენსკი

”სჯობს ახლა უკრაინას იარაღით მხარდაჭერა გამოუცხადოთ, რომელიც ახლა ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი კიდევ სხვა ქვეყნებისთვის – საქართელოსთვის, მოლდოვასთვის..” – ამ სიტყვებით მიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  G7-ს ლიდერებს.

”სჯობს ახლა უკრაინას იარაღით მხარდაჭერა გამოუცხადოთ, რომელიც ახლა ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი კიდევ სხვა ქვეყნებისთვის – საქართელოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიის პირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს მშვიდობა ევროპის აღმოსავლეთში. ეს ჩვენს ინტერესებშია, ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს სიკვდილზე.”