”ღარიბაშვილს თუ უსმენთ:
– არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც.
– სირზე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი
– არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა
– ყველამ, ვისაც მართლა გვინდა, ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი, რაც გვყოფს, ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება”
ამის შესახებ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდეირ, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.