ტაივანი კიევს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან სატელეფონო დიალოგში განაცხადა, რომ ტაივანი კიევს დახამრების სახით 8 მილიონ დოლარს გაუგზავნის.

ჯოზეფ ვუმ კლიჩკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არა მხოლოდ უკრაინელ ხალხისთვის მოაქვს ზიანი, არამედ საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიასაც უქმნის საფრთხეს.

კლიჩკომ მადლობა გადაუხადა ვუს ტაივანის მთავრობისა და ხალხის შემოწირულობისთვის და თქვა, რომ “მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიწყოს, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს უკრაინას”. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს.