ტაქსებში და არასრულწლოვნის გადაყვანისას თამბაქოს მოწევა აიკრძალება

ტაქსებში და არასრულწლოვნის გადაყვანისას თამბაქოს მოწევა აიკრძალება. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შედის და მისი ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით მოქალაქეს არასრულწლოვანი გადაჰყავს. ასევე, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.

დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს, თამბაქოს ეწევა, ის 50 ლარით დაჯარიმდება.

პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.