ტაქსის მძღოლებს უფლება ექნებათ, მგზავრის ასაყვანად მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტაქსის რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის მზად იქნება.
“აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას”.- თქვა კახა კალაძემ.