”მე ვფიქრობ, რომ მთელი ერი უნდა დაირაზმოს ამის [Prime House-ის] წინააღმდეგ და ყველამ ჩვენ-ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ერთხელ და სამუდამოდ. ალბათ, ტელევიზიასაც ბოდიში აქვს მოსახდელი იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი გადაცემა გადის, მსგავს უმსგავსოებას ანახებენ ტელევიზიით. არ მგონია, ეს მხოლოდ მონაწილეებისგან იყოს, ეს არის ალბათ ადმინისტრაციისგან, ვინც ამ გადაცემას გეგმავს, მათგან არის ეს ყველაფერი.

მანახეს რამდენიმე ვიდეო, სადაც არის ჩხუბი – წარმოიდგინეთ, კაცი ქალს აგინებს და ლანძღავს. ქალთა უფლებადამცველებს მინდა, ვესაუბრო, როდესაც ქალის უფლებებზე საუბრობთ, რომ უყურებენ ასეთ რამეებს, ბიჭი გოგოს რომ ასე ექცევა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ “არა ძალადობას”, “არა დაპირისპირებას”, სულ არ გვინდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ – ხომ ყველა ამაზე ვსაუბრობთ? ხომ ყველას გვინდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივს ვცემდეთ? როცა ჩვენ ამ გადაცემაში გვანახებენ, ადამიანები როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ ერთმანეთს… ეს გადაცემა არის თურმე ყველაზე პოპულარული გადაცემა საქართველოში, ამ გადაცემას თურმე უყურებს ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი. ვერ ვიგებ ამას… ”

ამბობს მამა შალვა კეკელია რუსთავი 2-ის გადაცემა Prime House-ზე.