“ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოგახსენებთ, 1,108 თანამშრომელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მივიღეთ 1047. ცოტა მეტი წავიდა ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაცა გარბიან და ტოვებენ ჩვენი პოლიციელები, არ შეესაბამება სიმართლეს და სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ, მათი აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები,”
ამის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.