“დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას და შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით. არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მე ვგულისხმობ სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას. მათ სურს, რომ მთელი საზოგადოება დააზომბირონ ამ ყოველდღიურ შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა”
აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე.