TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას არხის ერთერთუ წამყვანი, ინგა გრიგოლია ავრცელებს.
“ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება”,– წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.
ტელევიზიის თანამშრომლის ინფიცირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ COVID-19 აჭარის მაუწყებლის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.