ტელეწამყვანი ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია – მას კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და მწერალი ლარი კინგი ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

87 წლის ლარი კინგს 2019 წელს გაკეთებული აქვს ანგიოპლასტიკის პროცედურები, შარშან გადაიტანა ინსულტი, ხოლო 2017 წელს მან საზოგადოებას ამცნო, რომ ფილტვის სიმსივნე აქვს..

ლარი კინგის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო რადიო WAHR-ზე 1957 წელს. მას 1985-2010 წლებში CNN–ზე საკუთარი თოქშოუ Larry King Now მიჰყავდა. ბოლო წლებში ის რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ ტელეკომპანია, Russia Today-ში მუშაობდა.