ტერიტორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან დიალოგის განწყობა არ მაქვს – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

“ტერიტორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან დიალოგის განწყობა არ მაქვს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე, ოპოზიციის შესახებ ლაპარაკისას.

“მე შეგახსენებთ, როგორი არჩევნები ტარდებოდა 2012 წლამდე. როგორი ტერორის ქვეშ უწევდათ ჩვენს მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი არც თუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა – ეს ხდებოდა სულ რაღავ 9 წლის წინ. ერთ მაგალითს შეგახსენებთ – ხურჩის ტერაქტად შერაცხული, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით მათ თავადვე დადგეს და ჩვენი თანამოქალაქე ქალბატონი დაიჭრა. ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს ჩვენ საუბარი. ასე რომ, ამ რადიკალ, უკვე ტერიტორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი განწყობა არ მაქვს დიალოგის და საუბრის. “- თქვა ღარიბაშვილმა.