ლიკვიდირებულ ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – შესაბამისი განცხადება, ამის შესახებ, CNN-თან ინტერვიუში, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გააკეთა. გაკეთებული განცხადების დასტურად პრეზიდენტმა, პირდაპირ ეთერში ტერორისტის წიგნი აჩვენა, რომელშიც ახსნილია, თუ როგორ უნდა შეიჭრას ისრაელში. წიგნში ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები.
“საქმე ეხება არა ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირებას, არც იუდაიზმისა და ისლამის დაპირისპირებას, არამედ საქმე ეხება კაცობრიობას – ბოროტები ვართ, თუ კეთილები”. – თქვა ჰერცოგმა ინტერვიუში.
“My nation is bleeding. My nation is in pain.”
Israeli President Isaac Herzog speaks with CNN’s @wolfblitzer about what he saw when he visited kibbutz Be’eri after it was attacked by Hamas terrorists. Follow live coverage: https://t.co/GJyT3rzoLe pic.twitter.com/Y0SH46Uenf
— CNN (@CNN) October 15, 2023