ტექნიკური მიზეზის გამო დღევანდელი კოვიდსტატისტიკა არაზუსტია – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. NCDC-ის განმარტებით, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

“სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ “ომიკრონის” ცირკულაციის ფონზე თანდათანობით ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს პიკის გადავლის ეტაპი […] 4000 შემთხვევა რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხდა ყველა შემთხვევის ატვირთვა, შაბათ -კვირას პორტალის განახლება ხდებოდა. ამიტომ, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ცნობით.

შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.