ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ

განათლების სამინისტროსთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით სტუდენტებმა აქცია გამართეს.  სტუდენტები მიზეზად იმას ასახელებენ, რომ რექტორი ნასამართლევია. ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენისინი უკვე სამი დღეა, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.

გარდა ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს შენობაში შესვლისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება მოშიმშილეებსაც არ მისცეს.

“ვაპროტესტებთ კრიმინალ რექტორს და ვითხოვთ მის გადადგომას. ახლა ვართ განათლების სამინისტროში და ვითხოვთ ბატონ ჩხენკელთან შეხვედრას და ველით, როდის გადაწყვეტს ჩვენთან შეხვედრას, თუმცა, გუშინ სამარცხვინოდ 9 საათზე გაიპარა ისე, რომ ფოტოს გადაღებაც ვერ მოვასწარით. მაინც ველოდებით, რომ გამოიჩენს პასუხისმგებლობას და შეგხვდება”.- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

აქციაზე მივიდა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. როგორც მან აღნიშნა, ის აქციაზე სტუდენტების მიიწვიეს.

“მთხოვეს ინიციატივა დავაყენო, რათა უნივერსიტეტის რექტორი არ იყოს ნასამართლევი. ამას ნორმალურ ქვეყანაში არანაირი ინიციატივა არ სჭირდება”, — აღნიშნა ვაშაძემ.