ტეხასში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა

აშშ-ში ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა. სროლისას ათობით ადამიანი დაშავდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მსროლელი ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით ის პოლიციის მიერ საპასუხო სროლის დროს დაიღუპა.

როგორც ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა, მსროლელი 18 წლის მამაკაცი  სალვადორ რამოსი იყო, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან და სკოლაში უმისამართო დაიწყო.

დაშავებულებიდან ორი სან ანტონიოს კლინიკაში არის გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის, 66 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. მეორე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. კიდევ 13 დაშავებული პირი უვალდეს სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.