ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 130 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.
ამ დრომდე ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები ჩამოინგრა.
მედიის ცნობით, დაზიანებულია 1 000-ზე მეტი სახლი.