ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, გლდანში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა და უკეთესია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა – ექიმი

“ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, გლდანში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა და უკეთესია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა “- ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში.

”ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა, იმასთან დაკავშრებით თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო რომ ორივე  ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში. ” – აცხადებს გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და მან გონება დაკარგა.