ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მეომარია და მის საქმიანობას ხინჯი არ გააჩნია.
“მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. არც საწოლი ადგილები გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ.
ეკატერინე ტიკარაძე არის ერთერთი მეომარი აი, ამ რთულ ვითარებაში და მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია. რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს პანდემია, ეს არის მთავარი ამოცანა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის თქვენი”, -უთხრა ვოლსკიმ ფორმულას ჟურნალისტს.
ცნობისთვის, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს. ბოლო დღეები ვრცელდება ცნობები მისი გადადგომის შესახებ, თუმცა გუშინ ეს ინფორმაცია თავად უარყო.