საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეხმიანება მის გადადგომასთან დაკავშირებით “ლელოს” მოთხოვნას. ტიკარაძის თქმით, ეს ლელოს გადასაწყვეტი არ არის.
“გარდა იმისა რომ პანდემიას ვმართავ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ “ლელოს” გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე,”– თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.
დღეს პარტია ლელომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთნ დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.