ტიკარაძე: მე-3 ტალღის პიკურ ეტაპზე არ ვართ, ვიმყოფებით ციცაბო პერიოდში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაზის განცხადებით, საქართველო “საკმაოდ ციცაბო პერიოდში იმყოფება”.

“ამ ეტაპზე მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა, ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ძალიან ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

ამ ეტაპზე ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4–ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას”,– თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი მასობრივად არის გავრცელებული.