უახლოეს დღეებში ვაქცინებს ველით, შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანაში ვაქცინა იქნება, ვადები კი იმიტომ გაიწელა, რომ ვაქცინის შერჩევა ხანგრძლივი პროცესი იყო.

“არართხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება.

ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა,ევროკავშირთან თანამშრომლობა  და მწარმოებლებთან მოლაპარაკება. აღნიშნული მოქმედებების ნაყოფიერი შედეგია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინებს ელის”,– თქვა ტიკარაძემ.