ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უნივერსიტეტი ავრცელებს.
“უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება”, – აცხადებს უნივერსიტეტი.
როგორც ცნობილია, ქუთიაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 9 დეკემბერს გადადგა. გადადგომის შემდეგ ოცნებამ განაცხადა, რომ ის მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად რჩებოდა.