თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აპირებს გააქტიურდეს სოციალურ ქსელებში: ვაიბერზე, ტელეგრამზე, ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამზე და ფეისბუკზე.
კალაძის თქმით, პირველი გამომწერი ის იქნება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის, ეს დაეხმარება თუ არა სააკაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს კვირებში ასევე აპირებს, საქართველოს საზოგადოებასთან შეხვედრებს და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ერთ–ერთი არხის მეშვეობით.
“ვაპირებ, რომ რამდენიმე კვირაში ჩამოვიყვანო კონკურსით შერჩეული რამდენიმე ასეული ახალგაზრდა და გავმართო ინოვაციის კონგრესი ოდესაში საქართველოს მომავალზე.. მომავლის კონგრესი – ახალი იდეებით, ახალი ენერგიით, დრაივით..”,– წერს სააკაშვილი.