ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით”, – აცხადებენ მერიაში.