ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა პროექტის ფარგლებში მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდმა განახორციელა.
ცნობისთვის, ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა.








![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)







