„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება – არჩილ გაგნიძის ადვოკატი

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება, ვინაიდან არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, – ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი,” – აღნიშნა მამულაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, „არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ბრალდებულების რაიმე სახის შემხებლობას გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან”. მისივე თქმით, ასევე არ არსებობდა არცერთი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა გარდაცვლილთან რაიმე სახის შემხებლობას.