ტოიტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს – კობაიძე

;;ტოიტაში მყოფი 6 პირიდან შაქარაშვილი არავის მოუკლავს  ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილს გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და არც ტოიოტა ქამრიში მჯდარი 5 პირი შაქარაშვილის მკვლელობაში არ ფიგურირებს. ამის შესახებ მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სტანდარტი, რომ პატიმრობაში დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დანარჩენს სასამართლოს მსვლელობისას გავიგებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგირიცაა 199 მუხლი. სასამართლოს ბერკეტი აქვს ჩამოართვას პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას დაიბაროს სასამართლოში, ამიტომ თუ სასამართლოს ექნება მზაობა მაშინ აღვკვეთავთ ამ ყოველივეს”, – აღნიშნა ადვოკატმა.