ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა საქართველოდან განაცხადი არ გაგზავნეს, რის გამოც მონაწილებას ვერ მიიღებს.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაიგზავნა. ოლიმპიადაზე მონაწილეობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა”, – წერს ოკსანა კალაშნიკოვა.
It is really sad to acknowledge that you have made a cut to #Tokyo2020 but not going because entry wasn’t send . That was my dream to compete in that event . I just want to cry right now .#Olympics #tennis pic.twitter.com/1Qi8CaXsJR
— Oksana Kalashnikova (@OksKalashnikova) July 17, 2021