ტომ კრუზი საყვარელ ქალს დაშორდა

59 წლის ჰოლივუდელი სუპერვარსკვლავი, ტომ კრუზი მოულოდნელად მეგობარ ქალს–მსახიობ ჰეილი ატველს დაშორდა, რომელთან ერთად მუშაობდა ფილმზე – შეუსრულებელი მისია7. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ  ფილმ “Top Gun: Maverick“–ის პრემიერიდან, როცა წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდა. ახლა კი დაშორების შესახებ განაცხადეს.

“სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ჯობს მეგობრებად დარჩნენ“– ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.

ინსაიდერის ცნობით, წყვილის ყოველი საჯარო გამოჩენა ისეთ ფურორს იწვედა, რომ მალე მათი დათრგუნვა დაიწყო. ადრე ისინი უკვე დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა შერიგდნენ.

“ისინი კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მათ შორის არის “ქიმია“, ასე რომ გადაწყვიტეს ურთიერთოებისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ ამ წლის დასაწყისში. მაგრამ ის, რაც კარგად გამოდიოდა დახურულ კარს მიღმა, აღარ გამოვიდა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გამოვიდა“–ამბობს წყარო.

59 წლის კრუზმა და 40 წლის ჰეილი ეტველმა გასული  წელი ერთად გაატარეს გადასაღებ მოედანზე ფილმ “შეუსრულებელი მისია7“ის გადაღებებზე. ფილმს იღებდნენ დიდ ბრიტანეთში, რომში, ვენეციასა და ნორვეგიაში.

ოფიციალურად მათ არ დაუდასტურებიათ, რომ ურთიერთობა აქვთ 2020 წლიდან, მაგრამ ინსაიდერები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ძალიან დაახლოვდნენ და სულ ერთად იყვნენ.

2021 წლის სექტემბერში ისინი დაშორდნენ, მაგრამ ისევ შერიგდნენ.

ტომ კრუზს სერიოზული ურთიერთობები აღარ ქონია მას შემდეგ, რაც 2012 წელს ყოფილ ცოლს, კეტი ჰოლმსს დაშორდა. წყვილს ყავს საერთო ქალიშვილი სური, რომელიც 16 წლის შესრულდა.