გირჩის წევრის და მწერლის, ტორესა მოსის განცხადებით, გირჩს ტოვებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას წყვეტს.
“დიდი ხანია მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ არ მინდოდა მე ვყოფილიყავი უნებურად რამე ფორმით დეტონატორი. ასევე ვითვალისწინებდი მიმდინარე პროცესებს და არ მინდოდა არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას. რაკი ჯაფარამ დაპოსტა და მოხდა ის, რაც მოხდა, ვფიქრობ ჩემი მხრიდან მოცდა და გადადება აღარ ღირს. მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო ზოგადად რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს. არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმწ მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე პარტიაში ყოფნას. წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველას”,– დაწერა ტორესა მოსიმ გირჩის ჯგუფში.
ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.
სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.