ინტერნეტ ვებგვერდი Zoom Earth, რომლიდანაც სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის სატელიტის კადრებია გადაღებული, აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული”სქრინები” ტოტალურად გაყალბებულია.
ვებგვერდი ტვიტერზე წერს, რომ შენობების და მანქანების კადრები, რომელიც რუკაზე ახლოს მისვლით ჩანს, თვეების ან წლების წინანდელია.
“მათ ტოტალურად გააყალბეს კადრები. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაბალ მასშტაბზე, სადაც ღრუბლები და ქალაქები ჩანს. შენობების, მანქანების კადრები გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელი იქნება”,- წერს Zoom Earth ტვიტერზე.
Wow, they totally faked that screenshot. Near real-time imagery is only available at low zoom levels where cities/clouds are visible. Imagery of buildings/cars will be months or years old.
— Zoom Earth (@zoom_earth) September 9, 2020
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვებგვერდის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მას ამის გარკვევის კომპეტენცია არ აქვს, ამიტომ გამოძიებამ უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა.
ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილმა 8 სექტემბერს გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილზე არ დგას.
მისი თქმით, ეს კადრები წყარომ მიაწოდა, რომელიც განცხადებას თავად გაავრცელებს.