23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის პაროლი შეცვლილი იყო.
„ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი. ეს იყო მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ჩვენ ვესაუბრეთ და შემდეგი განმარტება მოგვცეს. უნდა გაუქმებულიყო, რადგან პიროვნების სამსახურიდან წასვლა როდესაც ხდება მისი ელექტრონული ფოსტაც უქმდება. გაუქმებასა და შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
შესაბამისად, როდესაც უქმდება, მისი ელეტრონული ფოსტა უნდა გაუქმებულიყო. მანდ გაუქმება არ იყო, ელექტრონული ფოსტა იყო დარჩენილი, მხოლოდ მისი პაროლი იყო შეცვლილი. ჩვენ და გამომძიებელმაც მოითხოვა გადაამოწმონ ვისგან იყო პაროლი შეცვლილი“, – განაცხადა ადვოკატმა.