ამერიკელმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ, შეაჩერა. სასამართლომ ამ გზით სოციალური ქსელის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მისცა.
ჩინური აპლიკაციის წარმომადგენლობამ კი ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ის აპლიკაციის დაბლოკვას 12 ნოემბრიდან გეგმავდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელის პირად ინფორმაციაზე, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.
შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ტიკ-ტოკის საშუალებით, ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებზე პირად მონაცემებს აგროვებს. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.