ტრამპის განცხადებით, პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, საუდის არაბეთში შეხვდება.

“ჩვენ შევხვდებით საუდის არაბეთში”, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არასწორად მიაჩნია და ვერ ხედავს, რომ ქვეყანა შეძლებს, აღადგინოს თავისი მთლიანობა.

უკრაინის მონაწილეობა მოლაპარაკებებში ჯერ არ არის გადაწყვეტილი.