გამოცემა Politico სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ტრამპის დროს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მაიკ პომპეო უკრაინაში 3 აპრილს ჩავა. გამოცემის ინფორმაციით პომპეოს ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მხარდაჭერა მეომარი უკრაინის მიმართ და გამოირჩეოდეს მისი პარტიული კონკურენტებისგან, ტრამპისა და დესანტისისგან, რომლებიც უარყოფითად საუბრობდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე.
გამოცემის ტექსტში ნათქვამია, რომ პომპეოს მოუწევს უსაფრთხოების რისკების დაძლევა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომები ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. გაურკვეველია შეხვდება თუ არა პომპეო ზელენსკის და როგორი იქნება მისი მარშრუტი.
პომპეომ ჯერ კიდევ ზაფხულში დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მოუწოდა აშშ-ს გადაეცა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღება, მათ შორის აბრამსები.
მაიკ პომპეო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 10 პოტენციური რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატიდან ერთ-ერთია.