შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ. სავარაუდოდ მისი დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება.
დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
ამის შესახებ განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.
დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული.
ცნობისთვის, 2018 წელს, პრესაში გავრცელდა პორნომსახიობის, სტორმი დენიელსის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2006 წელს დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს სიჩუმისთვის 130 ათასი დოლარი გადაუხადა.