აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მას არ ჰგონია, რომ 2028 წლის არჩევნებში კენჭს კიდევ ერთხელ იყრის.
“თუ კამალა ჰარისთან დავმარცხდი, 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებულები ვიქნებით”, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის კანონმდებლობა პრეზიდენტებს ორ ვადაზე მეტი ვადით მსახურებას უკრძალავს, ამიტომ ტრამპი 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, არც გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს.
78 წლის ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ზედიზედ სამი არჩევნების დროს იყო.