ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

მისი თქმით, სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს კურირებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც პროტოკოლითაა გაწერილი, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდე,“- წერს ტრამპი ტვიტერზე.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა – 232, შესაბამისად, ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.