ტრამპმა კამალა ჰარისს, ჰილარი კლინტონს და სხვებს უსაფრთხოების წვდომის ნებართვა ჩამოართვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების  წვდომის ნებართვა ჩამოართვა ყოფილი მეტოქეებს დემოკრატიული პარტიიდან— კამალა ჰარისს და ჰილარი კლინტონს, ასევე რამდენიმე სხვა ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ტრამპის განცხადებას თებერვალში, როცა თქვა, რომ უსაფრთხოების წვდომას წაართმევდა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ამ განცხადებაში მან დაადასტურა ეს ნაბიჯი და დაამატა, რომ წვდომას აკრძალავდა ბაიდენის ოჯახის “ნებისმიერი სხვა წევრისთვისაც”.

“დავასკვნი, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პირების კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომა აღარ შეესაბამება ეროვნული ინტერესებს,” — ნათქვამია ტრამპის მემორანდუმში.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, როგორც წესი, უსაფრთხოების წვდომას ინარჩუნებენ, რაც ტრადიციად დამკვიდრებული თავაზიანობის ჟესტია.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რესპუბლიკელი ყოფილი კონგრესმენები ლიზ ჩეინი და ადამ კინზინგერი ასევე მოხვდნენ იმ პირებს შორის, რომელთაც უსაფრთხოების წვდომის ნებართვა ჩამოერთვათ — ისევე როგორც ფიონა ჰილი, რომელიც  ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს რუსეთის საკითხებზე მრჩევლად მუშაობდა.

სხვა სახელებს შორის იყვნენ: ჯეიკ სალივანი, ლიზა მონაკო, მარკ ზეიდი, ნორმან აიზენი, ლეტიცია ჯეიმსი, ალვინ ბრეგი, ენდრიუ ვაისმანი და ალექსანდერ ვინდმანი.

ადრე ტრამპმა უსაფრთხოების წვდომა უკვე ჩამოართვა ორმოცდაათზე მეტ ყოფილ სადაზვერვო თანამშრომელს, რომლებსაც დაადანაშაულა 2020 წლის არჩევნებში ბაიდენის სასარგებლოდ ჩარევაში — ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

2021 წელს, მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის დამარცხებულ მეტოქე ტრამპს დაზვერვის მოკლე ბრიფინგებზე წვდომა აუკრძალა, მისი “არასტაბილური ქცევის” საფუძველზე.