აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა.ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული ტელემარათონი, Єдині новини საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ ტრამპი პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ “მიზანი – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ “ცეცხლის შეწყვეტაა”.