ტრამპს პრეზიდენტად კენჭისყრა აშშ-ის კიდევ ერთმა შტატმა აუკრძალა

მენი გახდა აშშ-ის მეორე შტატი კოლორადოს შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად აკრძალა დონალდ ტრამპის სახელის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში ჩაწერა. თუმცა,  ორივე შემთხვევაში ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება.

მენის შტატის სახელმწიფო მდივანმა, შანა ბელოუსმა, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მსგავსად, ტრამპის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დააფუძნა კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე, რომელიც უკრძალავს ამბოხების მონაწილეებს  თანამდებობაზე კენჭისყრას.

შანა ბელოუზი, დემოკრატიული პარტიის წევრი, როგორც ტრამპის მრავალი ოპონენტი, თვლის, რომ ის ცდილობდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და აიძულა თავისი მხარდამჭერები 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმი მიეტანათ.

თავისი გადაწყვეტილების 34-გვერდიან ტექსტში ბელოუსმა დაწერა, რომ ტრამპმა „2021 წლის 6 იანვრის მოვლენებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენა არჩევნების გაყალბების ცრუ ნარატივი თავისი მხარდამჭერების წასაქეზებლად და კაპიტოლიუმის შტურმზე გაგზავნისთვის“.

ამავდროულად, ბელოუზის თქმით, ის ფაქტი, რომ ტრამპი დროდადრო მოუწოდებდა მომხრეებს, მოქცეულიყვნენ მშვიდობიანად და დამორჩილებოდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, არ ამართლებს მას.

ტრამპის კამპანიამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდა შანა ბელოუსს არ ჩარეულიყო საარჩევნო პროცესში და შემდეგ კი  დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მის გადაწყვეტილებას.

კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩონგმა ბელოზს უწოდა “ჰიპერ მიკერძოებული ბაიდენის მომხრე დემოკრატი” და თქვა, რომ ის  საარჩევნო პროცესში ერეოდა.

ტრამპის კამპანია სწრაფად შეიტანს საჩივარს მაინის სასამართლოში, თქვა ჩონგმა.

ტრამპის ოპონენტები ცდილობდნენ დაებლოკათ ის მე-14 შესწორების ფარგლებში რამდენიმე შტატში.

მიჩიგანისა და მინესოტას სასამართლოებმა  მათი საჩივრები უარყვეს. კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დადებითი  გადაწყვეტილება მიიღო ოთხი მოსამართლის ხმით სამის წინააღმდეგ.

ყველა ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები გასაჩივრდება აშშ-ს უზენაეს სასამართლოში. ამავდროულად, ამერიკელი ადვოკატები აღნიშნავენ, რომ კოლორადოს წარმომადგენლებს არ გაუჭირდებათ თავიანთი სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვა, რადგან კონსერვატიულ მოსამართლეებს უპირატესობა აქვთ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში.

თუ რომელიმე შტატში ან შტატებში აკრძალვა ძალაში რჩება, ტრამპი ავტომატურად დაკარგავს ამომრჩეველთა ხმებს ამ შტატიდან ან შტატებიდან.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, შტატის ყველა საარჩევნო ხმოსნის ხმები  იმ კანდიდატს რჩება, რომელიც მოიგებს უმრავლესობას ამ შტატში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენს მიიღებენ კონკურენტები. პრეზიდენტს სულ 538 ხმოსანი ირჩევს, კოლორადოს ჰყავს 10, მეინს – ოთხი.

აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება მიღებულ იქნა მე-19 საუკუნეში, სამოქალაქო ომის შემდეგ, რათა ხელი შეეშალა კონფედერაციული სამხრეთის შტატების პოლიტიკოსების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, რომლებსაც სურდათ ჩრდილოეთიდან გამოყოფა.