ტრანსპორტის შეზღუდვა დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.
“ტრანსპორტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები. ძალიან ადრეა ჯერ საუბარი, რამდენად ამის შენარჩუნება მოხდება, მაგრამ მოგეხსენებათ, მობილობის ნებისმიერი კლება იწვევს კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას”, – განაცხადა მან.