ტრანსპორტი, გადაადგილება, ბაზრების დახურვა – რა შეზღუდვებზე მსჯელობს მთავრობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტის შეჩერება, ბაზრობების დახურვა და სხვა.

“საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში, ისევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება”,- თქვა ცქტიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს წერტილოვანი ხასიათი ექნება და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესდება.

“ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”, – განცხადა მინისტრმა.