”ტრანსპორტში მწვანე პასპორტის შემოღებას ჯერჯერობით არ ვემხრობი” – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
”მწვანე პასპორტის არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. ძნელია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო მწვანე პასპორტი მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება მწვანე პასპორტის არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი.”- აცხადებს ცერცვაძე.