უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღადგინეს კონტროლი ტროსტიანეცსა და ჰუსარივკას დასახლებებზე.
მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ნაწილები ცდილობენ დაიკავონ პოპასნა, რუბიჟნე, სევეროდონეცკი და მარიუპოლი, თუმცა მათ არანაირი წარმატება არ აქვთ.
“წარუმატებელი მცდელობა განხორციელდა კრასნოჰორივკაში, მათ ზარალი განიცადეს და წავიდნენ.
უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ ეფექტურ წინააღმდეგობას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, იგერიებენ მტრის თავდასხმებს და თანდათანობით ათავისუფლებენ მტრის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს გარკვეულ რაიონებში”,– აცხადებს გენშტაბი.