”ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება” – ამის შესახებ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომელიც მხარს უჭერს რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.
- “მაშინ, როცა უკრაინაში ხალხს აწამებენ, კლავენ და მათ წინააღმდეგ ტერორს ახორციელებენ, რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა სარგებლობდნენ ევროპაში მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი პრივილეგიაა და არა უფლება”, – აცხადებს ესტონეთის პრემიერმინისტრის კაია კალასი.
ევროკავშირის მინისტრები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან. ევროპელი ლიდერები განიხილავენ როგორ შეუძლია EU-ს ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო და სოციალური მიმართულებით. აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერენ ბალტიისპირა ქვეყნები, ასევე, ფინეთი და პოლონეთი, ქვეყნები რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.