ტურისა და მგლის პოპულაციების დასათვლელად ველური ბუნების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შესაფასებლად, ასევე, კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავების მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. 

ტენდერის მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პრიორიტეტულად მიჩნეულია ველური ბუნების, მათ შორის, ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

“შესყიდვის მიზანია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 355 ათასი ლარია.