ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიაში ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რეგულარული რეისების ოპერირებით. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები არიან. ბუნებრივია, მათ კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ საქართელოში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. ამ რეისზეც ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.